top of page
Search

უნივერსიტეტ სეუ-ს თეატრალური დასი - "დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ"

  • Signagifest
  • Jun 6, 2024
  • 1 min read

05/06/2024


„დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ“ (ინგმარ ბერგმანი) კლოუნადა, ფსიქოლოგიური დრამა

ინსცენირების ავტორი: ოთარ ქათამაძე

რეჟისორი: გიორგი ტიელიძე

მხატვრები: გიორგი ტიელიძე, მარიამ მიქელაძე

ქორეოგრაფი და მუსიკალური გაფორმება - გიორგი ტიელიძე

მონაწილეობენ: ფოგლერი - გიორგი ბეჟანიშვილი, ტრიო - გეგა გალოგრე, ზალპე - საბა მეტრეველი, შპრეხენ მაისტერი - ლევან ჩერქეზია, რაქელი - ანა კლაუ.

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 80 წუთი


მოქმედება მიმდინარეობს თეატრში, სადაც ინგმარ ბერგმანის პერსონაჟი - რეჟისორი, ფოგლერი, დგამს სპექტაკლს - „დაარქვი რაც გინდა“, რომელშიც დედისგან მიტოვებული, ტყუპი ძმები ჯამბაზების ისტორიაა მოთხრობილი. ისინი ცდილობენ ომის დროს გაექცნენ იმ რეალობას და უსამართლობას, რაც კომუნისტურ რეჟიმსა და მის შედეგს ასახავს; ომს, შიმშილს, რეპრესიებს... ასევე, დრამატურგი ალეგორიით მიგვანიშნებს, იმ დიდ ტრაგედიაზე, რაც ომს მოჰყვა. კერძოდ, ემიგრანტი დედები და მათ მიერ იძულებით მიტოვებული შვილები, რომლებიც მათი სიყვარულის, მზრუნველობისა და სითბოს გარეშე იზრდებიან. სპექტაკლი მოგვითხრობს დაკარგულ თაობაზე, რომელიც თვითგადარჩენისათვის იბრძვის, ხშირად კი, ეს ბრძოლა დიდი ტრაგედიით სრულდება. წლების შემდეგ, უკან დაბრუნებულ დედებსა და შვილებს შორის უფსკრულის ამოვსება რთულია, უარეს შემთხვევაში კი შეუძლებელი. სპექტაკლის რეპეტიციის შემდეგ მარტო დარჩენილ რეჟისორს, სტუმრად ეწვევა, მენტალური პრობლემების მქონე ყოფილი საყვარელი, ამავე თეატრის მსახიობი და სავარაუდოდ მისი შვილის დედა, რაქელი. ისინი იხსენებენ, თავიანთ წარსულს, ცდილობენ ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ეს შეუძლებელია. ისინი მუდმივი თავის მართლებით ცდილობენ, ერთმანეთს გადააბრალონ წარსულში დაშვებული შეცდომები. ურთიერთობას, რომელიც დასაწყისშივე განწირული იყო, საბოლოო წერტილს უსვამს რეჟისორის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ძალადობა სულიერი სიმახინჯეა, რომელიც ცოდვას ბადებს, ხოლო ცოდვილი ადამიანის შთამომავალი მახინჯია!



 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page