top of page
Search

მოხეტიალე მთვარის თეატრი - “ფიროსმანი”

  • Writer: ialodiiaa
    ialodiiaa
  • Jun 6, 2024
  • 1 min read

04/06/2024


„ფიროსმანი“ - ტრაგიკომედია

რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი

მხატვარი: ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი

მუსიკალური გაფორმება: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი

მეთოჯინეები: ნინო კოტაშვილი, ლუკა ჭულუხაძე, ნიკალაი ამოევი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ნანიშა მეტრეველი, ალექსანდრე კვეზერელი, გიორგი თოთაძე, ლევანი ბაიდაური, ლელა ხაჩატუროვი.

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი.


„მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლი სახელწოდებით „ფიროსმანი“ წარმოადგენს თოჯინების თეატრის პრინციპით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც გვიამბობს გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ დაბადებიდან გარდაცვალებამდე. სპექტაკლი „ფიროსმანი“ გვიზიარებს უცნაური ხასიათის მქონე გენიალური ქართველი მხატვრის ცხოვრების ისტორიას, რომელიც ბედისწერის, გაჭირვებისა თუ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, არ კარგავს ადამიანურ სახეს, ერთგული რჩება ისეთი ღირებულებებისადმი, როგორებიცაა სიყვარული, ერთგულება, ღირსება, თანაგრძნობა ადამიანის მიმართ და თავისი ქცევითა და შემოქმედებით მაგალითს აძლევს სხვებსაც. ასევე, სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგენს გარკვეულწილად საგანმანათლებლო სპექტაკლს ახალგაზრდებისთვის. შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაანგრიოს ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში არსებული სტერეოტიპი კიბის ქვეშ მცხოვრები „ლოთი, ღარიბი და საცოდავი ხელოვანის შესახებ“, რომელიც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და დღემდე სკოლებშიც კი ასეთი სახით ისწავლება. „მოხეტიალე მთვარის თეატრი“ უზიარებს როგორც მოზარდებს, ისე უფროს თაობას ძლიერი პიროვნების და გენიალური მხატვრის ცხოვრების ისტორიას, რომელმაც, ყველანაირი გაჭირვებისა თუ ცხოვრებისეული ტრაგედიის მიუხედავად, შეძლო და იპოვა სულიერი ძალა, თავი დააღწია ყველანაირ ქარტეხილს და მარადიულად დარჩა ქართველი ერის ცნობიერებაში. სპექტაკლი გახლავთ თეატრალურად განსხვავებული ექსპერიმენტი, რომლითაც „მოხეტიალე მთვარის თეატრი“ ახორციელებს ფორმისა და შინაარსის განსხვავებულ მიდგომებს. ფორმის თვალსაზრისით ეს თოჯინების, თითების და დრამატული თეატრის სინთეზით გამოიხატება, ხოლო შინაარსის მხრივ, შემოქმედებითი ჯგუფი ცდილობს, გამოხატოს განსხვავებული იდეა, ახლებური გადააზრება ნიკო ფიროსმანის პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ სტუდია „პიეროს“ კურსდამთავრებულები.







 
 
 

Comentarios


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page