top of page
Search

არტ-დრონი - "გაფრენა"

  • Writer: ialodiiaa
    ialodiiaa
  • Jun 8, 2024
  • 1 min read

07/06/2024


დრამა

რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: ლუკა მონავარდისაშვილი

მხატვარი: ნინი ქავთარაძე

ქორეოგრაფი: შალვა ჩალაგაშვილი

მოქმედი პირები: უფროსი და - მონიკა მუშკუდიანი, უმცროსი და - ფოტინე ჩილაჩავა

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 50 წუთი


სპექტაკლი ბავშვების, დების ცხოვრებაზეა, რომლებსაც მშობლები დიდი ხანია აღარ ჰყავთ და თავს ერთმანეთის სიყვარულით ირჩენენ. უმცროსი და, რომელიც შშმ პირია, ცხოვრობს მისთვის გამოგონილ ზღაპარში, სადაც ყველაფერი ან ძალიან კარგად, ან ძალიან ცუდადაა. უფროსი და კი ძალას არ იშურებს, ფრთები შეასხას ამ ლამაზ სიზმარს... საბოლოოდ, ორივენი ამოუცნობ, ბნელსა და თავის მხრივ, ფერად ბედს მიეცემიან და მათი სურვილები სადღაც გაჩერდება...



 
 
 

Comments


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page