ანსამბლი "ავარიული გასასვლელი" - "რომ შევქმნათ რაიმე დიადი"
- ialodiiaa
- Jun 7, 2024
- 1 min read
07/06/2024
საშემსრულებლო ხელოვნებისთვის ადამიანებს დედამიწაზე დაბადების წამიდან დაებედათ მუდმივი მცდელობა, ეძიონ აზრი, შექმნან რაიმეს მნიშვნელობა, ისწრაფონ რაიმესკენ, შექმნან, ისწავლონ, შეიმეცნონ და სხვა. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა ისეთ მყიფე სამყაროში, სადაც მონოტონურობა და რუტინა მეფობს, სადაც საზოგადოება მუდმივად მოწადინებულია, დაჩაგროს განსხვავებული. ეს არის დისცრიმინაციისა და კლასიფიკაციის სამყარო, რომელშიც ადამიანი სუფთა ფურცლად იბადება და უძლურია, ის შეავსოს თავისი ნებისა და სურვილის მიხედვით. ეს არის სამყარო, სადაც დანებების ფუფუნებაც კი არ არის, სამყარო, რომელიც იმთავითვე წარუმატებელ მცდელობებს აიძულებთ მათ. მათ მიუთითებენ, იყვნენ ვინმესნაირები, დაემსგავსოს ვინმეს, ამ დროს კი ადამიანები კარგავენ სახეს. აქედან, ეს საწყალი არსება იძულებული და ვალდებულია, შექმნას რაიმე დიადი. 30 წუთი სცენაზე აბსოლუტურ უგონო მდგომარეობას ვხედავთ, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ყველაფერსაც და არარასაც. სპექტაკლის „რომ შევქმნათ რაიმე დიადი“ მწერალი და რეჟისორი ფადი გერგესი გახლავთ.
Comments