top of page
ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი

უსახელო ვარსკვლავი

1 ივნისი

20:00

ავტორი - მიხეილ სებასტიანი

რეჟისორი - ლუკა ინწკირველი

მხატვარი - პეტრე დიასამიძე

მუსიკალური გაფორმება - ლუკა ინწკირველი

მონაწილეობენ: მარინი - ამირან ქაჩიბაია; მონა - თამარ გელაშვილი; კუკუ - სალომე მიქელაშვილი; უდრია - გიორგი ჩოჩნიძე; გრიგი - ბაქარ ლომიძე

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის სინოფსისი: 

ერთ პატარა ქალაქში უცნაური და სასტიკი კანონები მოქმედებს. ყველა შეგუებულია ამას და შიშში ცხოვრობენ. მათი ერთადერთი შვება სადგურზე მისვლა და უცხოურ მატარებელზე თვალის შევლებაა, რომელიც არც კი ჩერდება ქალაქში. მოულოდნელად მატარებელი ჩერდება და ჩამოდის ქალი. ის მთლიანად ცვლის ადგილობრივების ცხოვრებას, განსაკუთრებით კი ერთი გმირის, პროფესორი მარინ მიროიუს ცხოვრებას. მას ერთი დღით სახლში მიჰყავს გოგონა თავისთან, რადგან ქუჩაში მისი დატოვება სახიფათოა. მიდის ამ რისკზე და თანდათან უცნობ ქალთან ურთიერთობა, მასთან სიახლოვე, შინაგან თავისუფლებას აპოვნინებს და მისცემს ძალას, რომ გაამხილოს დიდი საიდუმლო - უსახელო ვარსკვლავის აღმოჩენა.  ვარსკვლავის შესახებაც რომ განაცხადოს დაიჭერენ. უცხო ქალი ხვდება, რომ აქ ოცნებაც აკრძალულია და ცდილობს დაეხმაროს მარინს. ეს ურთიერთობა მალე რომანში გადაიზრდება, რომელიც დიდ ხანს არ გასტანს. უცნობ ქალს თავის ქალაქში დაბრუნება მოუწევს. მიდის უცნობი ქალი მაგრამ მთავარ პერსონაჟებს უტოვებს ყველაზე მთავარს, სიცოცხლის იმედს და თავისუფლებას.


  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page