top of page
ტერასას სამოყვარულო თეატრი (ესპანეთი)

ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ყველაზე მაგარი ზაფხულის და სულელების შესახებ

8 ივნისი

15:00

პიესის ავტორი, რეჟისორი, სცენოგრაფი და კომპოზიტორი: ხოსე ანტონიო აგუადო გონსალესი

მონაწილეობენ: როზა დომენეჩი ჯუდით კანტონი

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის სინოფსისი: 

ქმრის გაქცევა ყოველთვის ტოვებს სიცარიელეს. სპექტაკლის ორიგინალურობა ამ ფაქტის ორ ქალზე, დედასა და ცოლზე, გავლენის აღწერაშია. ეს არის დიალოგი ორ მსახიობ ქალს შორის თეატრის სარეპეტიციო განათების ქვეშ, სადაც ისინი ყოველდღიურად იმეორებენ ერთსა და იმავე ტექსტს. განსაკუთრებული პატივისცემა შეუძლებელი სიყვარულისადმი და მისი იდეის ხელოვნება, როგორც საიდუმლო. დედა სასოწარკვეთილი ეძებს შვილს. ქალი, რომელიც ეძებს სრულყოფილებას მხატვრობაში. ორი ქალი პირისპირ დრამაში ფინალით, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით. 


თეატრის შესახებ: 

2008 წელს ჟოზე აგუადოსა და როსა პონსარნაუს მიერ ქალაქ ტერასაში დაფუძნებული კომპანია მიზნად ისახავს საკუთარი პროდუქტის შექმნას. მათი სადებიუტო დადგმაა "Me gustasa oscuras" (2009), რომელიც საოჯახო დინამიკას იკვლევს. სპექტაკლით "Esto sólo pasa en laspelículas" (2010) მათი უნიკალური სტილი შენარჩუნდა პარალელური ნარატივებითა და ცოცხალი მუსიკით. "Cinco días" (2010) საოფისე ცხოვრება ირონიას აჩვენებს, ხოლო დადგმაში "Naoko" (2011) ვხვდებით ვიდეო თამაშების გმირს. „Másbonita que una vaca a topos" (2012) მუსიკალური კომედიის პირველი ნიმუშია. დადგმაში „En un tris i no tras“ (2013) ერთი შეხედვით დაუკავშირებელ ისტორიები ერთმანეთს ერწყმის. "Micropiezas8" (2013-14) ყოველდღიური ცხოვრების ნიუანსებს იკვლევს. "La mujer del encargado" (2015-17) აერთიანებს წუხილს, ბნელ იუმორს და ცოცხალ მუსიკას. სპექტაკლით "Me gustas a oscuras" (2017-2020) კომპანიამ 10 წლიანი წარმატებული კარიერა აღნიშნა. დადგმამ "Mujeres y silencio" (2019-2023) მოწონება დაიმსახურა სოციალური თემატიკის კომენტარებისათვის. "El secreto de las moscas" (2022-2023) ოჯახურ მემკვიდრეობას იკვლევს. სპექტაკლმა "Sobre elverano más fresco de nuestras vidas y los imbéciles" (2023) არაერთი ჯილდო მიიღო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისა და საუკეთესო შოუსთვის.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page