top of page
ლიტვა, “კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრი”

დავიდი და ედვარდი

7 ივნისი

15:00

ავტორი: ლიონელ გოლდშტაინი

რეჟისორი: ალვიდას ვიზგირდასი

მხატვარი: აინა ზინციუკატე

ქორეოგრაფი: მანტას სვირსკისი

მუსიკალური გაფორმება: ედვინ ვასილიევი

მონაწილეობენ: აურიმას პინტულისი, ვაიდას იოცისი.

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის შესახებ: ვიცნობთ კი ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს, მათ, ვისთანაც ვცხოვრობთ? ნამდვილად ვიცით თუ არა ყველაფერი კოლეგაზე, მეზობელზე, ჩვენს პარტნიორზე, მეგობარზე, თანამგზავრზე, ჩვენს ერთადერთზე?

ალბათ, არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობთ მათ სხეულებს, სულებს და შეგვიძლია, წინასწარ განვსაზღვროთ მათი ყოველი ნაბიჯი - ზოგჯერ ცხოვრება მაინც სიურპრიზებს გვიმზადებს. ხშირად ის ამასხარავებს ჩვენს თავდაჯერებას, რწმენებსა და ცოდნას… რადგან ჩვენ, თითქმის, არაფრის თქმა შეგვიძლია სხვაზე, ზოგჯერ - საკუთარ თავზეც კი.

სპექტაკლში ორი უცნობი ხვდება ახლადდაკრძალული ქალის საფლავთან. აღმოჩნდება, რომ ისინი ერთსა და იმავე, ერთადერთი საყვარელი ქალის პატივის მისაგებად მივიდნენ.

ინფორმაცია თეატრის შესახებ: „კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრი“ არის საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელიც ქმნის დრამატულ სასცენო ნამუშევრებს და საჯაროდ წარადგენს მათ (სპექტაკლები და/ან სხვა ლიტერატურული და მხატვრული პროგრამები). 

თეატრში მოღვაწეობს ორი დასი. სასცენო ხელოვნების დასი ქმნის დრამატულ სპექტაკლებს, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები. ღია სივრცისა და ქუჩის წარმოდგენების დასში კი ერთიანდებიან მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები და სტუდენტები. „კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრი“ კლაიპედას მნიშვნელოვანი კულტურული ღირსშესანიშნაობაა.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page