top of page
აზერბაიჯანი, „თეატრი ერა“

ზოოპარკის ამბავი

3 ივნისი

20:00

ავტორი - ედვარდ ალბი

რეჟისორი - ანარ გუმბათოვი

მხატვარი - ანარ გუმბათოვი

მუსიკალური გაფორმება - ანარ გუმბათოვი

მონაწილეობენ: ჯერი - იდრის რუსტამოვი; პიტერი - ელნურ ვალიევი.

სპექტალის შესახებ:


სპეკტაკლის სინოფსისი: „ზოოპარკის ამბავი“ ამერიკელი დრამატურგის, ედვარდ ალბის ერთ-ერთი ადრეული პიესაა, სადაც ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში ორი უცნობი ადამიანის მოულოდნელი შეხვედრაა აღწერილი. ჯერი, მარტოსული და გარიყული კაცი, უახლოვდება პიტერს, საშუალო ფენის წარმომადგენელს, რომელსაც ოჯახი და სტაბილური ცხოვრება აქვს. მათი სრულიად განსხვავებული სამყაროების მიუხედავად, ჯერი ცდილობს, ფილოსოფიური საუბარი გააბას  პიტერთან და გაუზიაროს საკუთარი არსებობის აბსურდულობა.

პიესაში ნაჩვენებია ადამიანების შინაგან მარტოობა და ადამიანური ურთიერთობების არაპროგნოზირებადობა. ამბავი ორი პერსონაჟის შეხვედრის გარშემო ვითარდება. ჯერი პიტერთან საუბრის დაწყებით ცდილობს თავი დააღწიოს მარტოობას. რიგითი დიალოგი ნელ-ნელა უფრო ღრმა, ინტენსიურ საუბარში გადაიზრდება. ჯერი საკუთარ გამოცდილებასა და ემოციურ ტკივილს გვიზიარებს, ეძებს მიზეზშედეგობრიობას.

საბოლოოდ, სიუჟეტი ტრაგიკულ/შემაშფოთებელ სახეს იღებს, მაყურებელს აყენებს იმ მარტოობის, სიგიჟისა და უმწეობის წინაშე, რაც ხშირად ადამიანის ცხოვრებას თან სდევს.

1958 წელს დაწერილი „ზოოპარკის ამბავი“ ცნობილია თავისი ფსიქოლოგიური სიღრმითა. ის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე ამერიკულ თეატრში.

ინფორმაცია თეატრის შესახებ: „თეატრი ერა“ 2017-2018 წლებში, თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ყოფილმა მსახიობმა, ანარ გუმბათოვმა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი არტისტების ჯგუფთან ერთად დააარსა. „თეატრი ერა“ საქართველოში მოქმედი პირველი აზერბაიჯანულენოვანი კერძო თეატრია.

დაარსების დღიდან თეატრმა არაერთი მრავალფეროვანი სპექტაკლი დადგა, მათ შორის: „მაპატიე“, „ამ გზის ბოლო გაჩერება“, „წერილი სამოთხიდან“, „შეშლილის დღიური“, „ჩემში არსებული ციხე“, „კომანდო“ და „ზოოპარკის ამბავი“.

„თეატრ ერას“ სხვადასხვა თეატრალური პროექტის განხორციელებაში მხარი დაუჭირა არაერთმა ცნობილმა დაწესებულებამ. ძირითადი პარტნიორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA), აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები და კავკასიის უნივერსიტეტი.

დღეს „თეატრი ერა“ აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page