სპექტალის შესახებ:
სპექტაკლის შესახებ: ლიმინალურ სივრცეში, სადაც მეხსიერება სიზმარში იფანტება, კაცი და ქალი მოძრაობენ სიყვარულის უხილავ არქიტექტურაში. მათი სხეულები ჟესტებით ქმნიან ლაბირინთს - ინტიმურს, ძალადობრივს, ნაზს - ეს არის პოეტური დუეტი მონატრებისა და ადამიანებს შორის კავშირის მნიშვნელობის ძიების შესახებ.
რა რჩება მაშინ, როცა გამოსავალი გაქცევა კი არა, გაგებაა?
„ასტერიონის კანი“ იკვლევს გენდერს, ტრავმასა და მითს. მის ცენტრშია ასტერიონი - სექსუალურ ძალადობას გადარჩენილი კაცი - პატრიარქალური დუმილითა და სირცხვილით შექმნილ ლაბირინთში გამომწყვდეული. მისი ისტორია ეხება მამაკაცური მოწყვლადობის ტაბუს. მის წინაშეა ნანაში - ქალი, რომელიც უარყოფს მითოლოგიის მიერ დაკისრებულ გენდერულ როლებს.
ფიზიკური თეატრისა და მკვეთრი ვიზუალური ენის შერწყმით, სპექტაკლი ეჭვქვეშ აყენებს გენდერისა და ძალაუფლების ბინარულ აღქმებს და გვთავაზობს განკურნების გზას, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული მითების მიღმა იძებნება.
ინფორმაცია თეატრის შესახებ: სახელი „სულისლაფურა“ აერთიანებს ორ ენას და ასახავს ჩვენს მრავალკულტურულ იდენტობას: „სული“ (ქართულად) და „ლაფურა“ (ქურდი ბასკურად).
2025 წელს დაფუძნებული „სულისლაფურა“ მრავალკულტურული, ახალბედა კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სამ არტისტს საქართველოდან, ეუსკადიდან და კატალონიიდან. ჩვენი ნამუშევრები მოიცავს კლასიკურ და ფოლკლორულ ქორეოგრაფიას, ფიზიკურ თეატრს, მუსიკას, პოეზიასა და მითს, ქმნის უნიკალურ ენას, რომელშიც თავმოყრილია ტრადიცია და თანამედროვე პრაქტიკა.


