
რუმინეთი, „Atelieryl ReAct“
ვარშავის მელოდია
5 ივნისი
15:00
ავტორი - ლეონიდ ზორინი
რეჟისორი - მირჩა როტარუ
მხატვარი - მირჩა როტარუ
ქორეოგრაფი - ვალენტინ ანდრიესი
მუსიკალური გაფორმება - მარიუს დობრე
მონაწილეობენ: ჰელენა მოდლევსკა - ანდრეა ბოშნეაგი; ვიტეკი - ვალენტინ ანდრიესი; ჯარისკაცი - მიჰაი მარიან იონესკუ.
სპექტალის შესახებ:
სპექტაკლის შესახებ:
„ყველასთვის, ვისაც უყვარდა და დამარცხდა“ – „ვარშავის მელოდია“ რომანტიკულ ისტორიას მოგვითხრობს, რომლის მიხედვითაც სიყვარულს ბედისწერის დაძლევა შეუძლია, ხოლო კაცობრიობის ტრაგედია წარსულის ნანგრევებისგან თავის დაუღწევლობაა. სიყვარული იფურჩქნება მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში. ორი ადამიანი, რომელიც ომს სხვადასხვა ფრონტზე გადაურჩა, ხვდება ერთმანეთს. მალევე სტალინის სასტიკი რეჟიმი კრძალავს ქორწინებას უცხო და საბჭოთა მოქალაქეებს შორის.
ინფორმაცია თეატრის შესახებ: Atelierul ReAct არის ადგილი, სადაც გვჯერა, რომ სცენის ხის ფიცარნაგებთან პირდაპირი კავშირი აუცილებელია იმისათვის, რომ ჭეშმარიტად გადასცე ცოდნა სხვას. დროდადრო ვქმნით უნიკალურ წარმოდგენებს, რომლებიც იდგმება ბუქარესტის ეროვნულ თეატრსა და სხვა რუმინულ თეატრებში. ჩვენი დასის მთავარი მსახიობი კი რუმინეთში ერთადერთი უსინათლო პროფესიონალი არტისტია.



