top of page
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი

შერეკილები

5 ივნისი

20:00

ინსცენირების ავტორი - გიორგი მეტონიძე

რეჟისორი - გიორგი მეტონიძე

მხატვარი - გიორგი მეტონიძე

მუსიკალური გაფორმება - ლიკა დარბაიძე

მონაწილეობენ: მიზანა - ცოტნე ჭუმბურიძე; ერთაოზი - გია ჩხეიძე; ტრიფონი -ბადრი ბერიძე; ჩიტოლია - დარეჯან ჯოხაძე; მარგალიტა - მარიამ პანაიოდი; ქრისტეფორე - გიორგი მეტონიძე; ხუტა - ბუბა სავანელი; ექიმი - გურამ შუკაკიძე; ასევე მონაწილეობენ: მარიამ ტაბატაძე, ცოტნე მეტონიძე, ლუკა ტოროშელიძე, ილია ჩხეიძე, ნატა გოშაძე, ქეთევან არჩვაძე, საბა მაჭარაშვილი.

სპექტალის შესახებ:

სპეკტაკლის შესახებ: 

სპექტაკლი დადგმულია რეზო გაბრიაძის „შერეკილების“ მიხედვით. ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთი შეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს. ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფოს უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცრად, ცაში აიჭრებიან.

 

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page