top of page
აუდრონის ლიუგას ფილმი, 2015

„ეიმუნტას ნეკროშუსი – ჰორიზონტის გადაწევა“

7 ივნისი

20:00

დოკუმენტური ფილმი

რეჟისორი: აუდრონის ლიუგა
კამერა: დონატას ბუკლისი
მეორე რეჟისორი: იუოზა ჯავაიტისი
მონტაჟი: ვლადიმირას ნოვიკოვასი

ხანგრძლივობა: 90 წუთი

სპექტალის შესახებ:

ფილმის შესახებ: ეიმუნტას ნეკროშუსის თეატრი ატლანტიდას ჰგავს, რომელიც ყოველ დაკარგულ სპექტაკლთან ერთად დავიწყებაში იძირება. ეს არა მხოლოდ წარმოდგენებია, არამედ მხატვრული აზროვნების, შემოქმედებითი შრომისა და, ზოგადად, კაცობრიობის გზაა.

სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში „ეიმუნტას ნეკროშუსი: ჰორიზონტის გადაწევა“ ასახულია ნეკროშუსის მიერ დადგმული პუშკინის „ბორის გოდუნოვის“ რეპეტიციები 2014-2015 წლებში. ფილმში ასევე ნაჩვენებია ინტერვიუ რეჟისორთან ვიჩენცაში (იტალია) მდებარე უძველეს თეატრ „ოლიმპიკოში“ 2013 წელს.

ფილმი წარმოადგენს მცდელობას, წარმოაჩინოს ეიმუნტას ნეკროშუსი, როგორც ხელოვანი და როგორც პიროვნება, რომელიც თავისი შემოქმედებით ჰორიზონტის კიდევ უფრო შორს გადაწევას ცდილობს.

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page