top of page

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ავტორი: სოფო ნადიბაიძე

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ თავისი ეთნოკულტურით, ძველი თუ ახალი ტრადიციებითა და თვითმყოფადობით გამორჩეულ ქალაქს საკმაოდ მრავლად ჰყავს ხელოვნების მოყვარულ და დამფასებელი ადამიანები, რომელთაც, ცხადია, ესაჭიროებათ თეატრალურ კულტურასთან თანაზიარობა, ინტეგრირება. ფესტივალის სხვა , ფუნქციური ასპექტი გახლავთ ასევე ის, რომ სამოყვარულო დასებსა და სახალხო თეატრებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა, რათა ამ ფესტივალის ფარგლებში ის, რაც აგრერიგად უყვართ და რასაც ხშირად მხოლოდღა ენთუზიაზმით ემსახურებიან, გახადონ ოსტატობის დახვეწა-ზრდის, წარმოჩენისა და გამოცდილების გაზიარების წყაროდ საკუთარი თავისთვისაც და დანარჩენი მონაწილეებისთვისაც.
სიხარულით მსურს გამცნოთ, რომ როგორი მშვიდი და მოწესრიგებული ქალაქიც არის სიღნაღი, ისეთივე ორგანიზებულობით გამორჩეული საერთაშორისო საფესტივალო პროცესის მონაწილე გახლავართ. სიამოვნებით ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან - თურქეთიდან, ესპანეთიდან - უკვე ჩამოსულან ხელოვანები, მალე მათ ასევე შემოუერთდებიან მონაწილეები პოლონეთიდან და ემირატებიდანაც. სტუმრები არა მხოლოდ თავისი კულტურის დესპანები არიან, არამედ ისმენენ საყურადღებო ინფორმაციებს ქართული კულტურის შესახებ, ეცნობიან ქართულ თეატრს, ხელოვნებას , ზოგადად, ხოლო სპექტაკლების მერე კი, საუბრობენ, მსჯელობენ თეატრზე, მის ბედსა და საჭირბოროტო საკითხებზე ამ ტექნოკრატიულ სამყაროში. სწორედ ამიტომაც მთელი ეს პროცესი - აზრთა, შეხედულებათა და ესთეტიკურ კონცეფციათა გაცვლა-გამოცვლა ხელოვნებისთვის უაღრესად აუცილებელ ასპექტად გვესახება.
ვიდრე შემდეგ ბლოგებში უფრო გამოწვლილვით მოგახსენებდეთ მასტერკლასებისა და იმ სპექტაკლების შესახებ, რომლებიც წინ გველის, მანამდე ყურადღებას გავამახვილებ ორ სპექტაკლზე, როლებიც ფესტივალის მეორე დღეს ვიხილეთ.
მისასალმებელია, რომ ფესტივალზე არის მასტერკლასების ჩატარების საშუალებაც. ფესტივალის მეორე დღეს იყო ანტონელა კორნიჩის მასტერკლასი „ყოფნა-არყოფნა“- მონოლოგის გუნდურად წაკითხვის ტექნიკა, რომელსაც თავადაც ვესწრებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ პროცესი დინამიკური იყო, მსმენელი აუდიტორია შინაგანად ჩაერთო აქტიურ პროცესში, რომელიც შემოგვთავაზა კონჩინიმ- რუმინელმა რეჟისორმა. გუნდური კითხვის ასეთი მონოლოგი, ჩანდა, ერთიან მექანიზმად, პროცესად იყო ჩაფიქრებული და, ვიტყოდი, რომ გაამართლა კიდეც, რადგან ვინც ვუსმენდით და ვუმზერდით პროცესს, მის რეალურ თანამონაწილედ ვიგრძენით თავი. ასე დასრულდა ფესტივალის მეორე დღე.
ველოდებით ახალ სათქმელს, ფესტივალზე ყველა სპექტაკლის განხილვა შედგება, და კარგი იქნება, თუ ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორი აუცილებელია სამოყვარულო და სახალხო თეატრების არსებობას შეეწყოს ხელი. ამის შესახებ ეს ფესტივალი ნამდვილად საუბრობს. მეტიც, მთელი ქალაქიც ამაზე საუბრობს...

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page