top of page
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატული თეატრი

ლუიჯის გული

2 ივნისი

20:00

ავტორი: ივანე ბუკოვჩანი

რეჟისორი: ლორიტა ჯორჯიკია

მხატვარი: ნანა რუხაძე

მუსიკალური გაფორმება: ლორიტა ჯორჯიკია

ქორეოგრაფი: ელგუჯა ნამიჭეიშვილი

მონაწილეობენ: ნინო ჭახნაკია, თამაზ გოგიშვილი, იმედა აბზიანიძე, ვეფხია ნადირაძე.

ირინა კალმახელიძე , ერეკლე ცხვარაძე, გია სტურუა, თეონა თევზაძე

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის აღწერა: „ლუიჯის გული“ არის ტრაგიკომედია სიცილიელ განგსტერზე, რომელიც ელექტროსკამზე სიკვდილს 1-ელ აპრილს ელოდება. მისი ადვოკატი, მაკლაუდი, სიცოცხლის გადასარჩენად აბსურდულ გეგმას იფიქრებს: ლუიჯიმ თავისი გული სანტა-მონიკას საავადმყოფოს უნდა უანდერძოს. სპექტაკლი სავსეა შავი იუმორით. ზედამხედველი მიტჩელი ლუიჯის „ამშვიდებს“, რომ კარი სპეციალურად ჭრიჭინებს, თავად ლუიჯი კი, სანამ ელექტროდენს მიუერთებენ, წვივების გაპარსვასა და აკუსტიკაზე ზრუნავს. კომედიურია ადვოკატის ხრიკიც: რადგან ელექტროდენი გულს აზიანებს, საავადმყოფო დასჯას ხმლით ითხოვს. მაკლაუდს იმედი აქვს, რომ ხმლით დასჯის „შუა საუკუნეობრივი“ მეთოდი მსოფლიო სკანდალს გამოიწვევს, ვატიკანი და პაპიც კი ფეხზე დადგებიან და ლუიჯი ნაციონალური გმირი გახდება. საკანში ჩნდება მაიორი აპელგეიტი, რომელსაც გული გენერალური შტაბისთვის ექსპერიმენტების ჩასატარებლად სჭირდება. ლუიჯი მასთან ვაჭრობას იწყებს და დიდძალ თანხას სძალავს მშობლიური სოფლის, ფულმინიას ასაშენებლად - ხიდის, სკოლისა და ინტერნეტისთვის. ამბავს პიკანტურობას მატებს მაღალი წრის ქალბატონების - დონა დოლორესისა და მისი ქალიშვილის - შემოსვლა, რომლებიც ლუიჯის, როგორც „სიყვარულისთვის მებრძოლ გმირს“, ეპირფერებიან. პიესაში ჩანს მწერალიც, რომელიც ამ ისტორიით საკუთარი პოპულარობის გაზრდას ცდილობს. საბოლოოდ, სპექტაკლი გვიჩვენებს, რომ ყველა სტუმარი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს: მაიორს ექსპერიმენტი სურს, ქალბატონებს - სკანდალი. ლუიჯი კი ხვდება, რომ ამ სამყაროში ყველაფერი იყიდება, გარდა ადამიანის გულისა, რომელსაც ის ბოლოს აღარავის აძლევს.



  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page