top of page
ამბრულაურის მუნიციპალიტეტის „თეატრალური დასი“

ბამბაზიის სამოთხე

4 ივნისი

20:00

ავტორი: ნინია სადღობელაშვილი

რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე

მხატვარი: ვეფხვია გვიშიანი

მუსიკალური გაფორმება: დადუ ამირანაშვილი

ქორეოგრაფი: თამაზ დაუშვილი

მონაწილეობენ: ლილიანა მხეიძე, თამარ ობოლაშვილი, ზაალ მეტრეველი, ნანა ლებანიძე, გიორგი ბერიშვილი, დავით დაუშვილი, ივანე ცაგურიშვილი, დავით ბერიშვილი.

სპექტალის შესახებ:

სპექტაკლის შესახებ: პიესა მოგვითხრობს აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობის შესახებ. სიუჟეტი აფხაზეთის ომის შემდეგ ვითარდება და გვიჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს ომი ადამიანების ბედზე. ქართველი დედა, რომელიც აფხაზეთში შვილის ცხედარს ეძებს, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს, რომ მისი შვილის საფლავი აფხაზი ქალის ეზოშია. ქართველმა მეომარმა, რომელმაც შემთხვევით გავარდნილი ტყვიით მას თვალწინ შვილი მოუკლა, მერე კი ის თავად მოკლეს აფხაზი ბიჭის მეგობრებმა. აფხაზმა ქალმა კი ორივე ცხედარი თავის ეზოში დაასაფლავებინა. სპექტაკლში ნათლადაა ნაჩვენები, თუ რა ტკივილს ატარებენ დედები, რომლებმაც შვილები ომში დაკარგეს და როგორ პოულობენ საერთო ენას აფხაზი და ქართველი დედები ერთმანეთთან შეხვედრისას. სცენაზე გაცოცხლებული პიესის მიზანია, მაყურებელს უთხრას, რომ ჩვენ მხოლოდ აფხაზეთი კი არა, აფხაზი ხალხიც გვყავს დასაბრუნებელი. სპექტაკლი მაყურებელს განსხვავებულად გააზრებულ ქართულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს.

 

  • alt.text.label.Facebook
  • Instagram

©2024 by სიღნაღის თეატრალური ფესტივალი - Sighnaghi Theatre Festival. Proudly created with Wix.com by Outsource Tbilisi

bottom of page